ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, ახალი საჯარო სკოლა შენდება, სამუშაოებს „ქართული ოცნების“ ლიდერები ადგილზე გაეცნენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვესტანდარტების მოთხოვნებს, - სამშენებლო სამუშაოებს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია დღეს „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 30 წელზე მეტია ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება არ აშენებულა, წელს კი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 2 საჯარო სკოლა შენდება - სოფელ კაბალში - 300, ხოლო სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლები.

მმართველი პარტიის ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია უტარდება ასევე, სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლას. სამივე სკოლა კეთილმოეწყობა სპორტული მოედნებით და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლის სველი წერტილების მოწესრიგება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, დანარჩენ სკოლებში ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ ჩატარდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განმარტავენ, გასულ წელს მუნიციპალიტეტში, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის №1, აფენის №1, ვარდისუბნისა და განჯალის სკოლის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2019 წლიდან, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა და ხელი შეუწყო ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერებას. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო