ადვოკატი - ბრალდების დადგენილების გაცნობის პროცესში ნიკოლოზ რევაზიშვილმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ის არის უდანაშაულო

სამართლებრივ სახელმწიფოში ბრალდების წარდგენა და დამძიმება არ უნდა ხდებოდეს ოჯახის მოთხოვნით, ან საზოგადოების დაკვეთით, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალის წარდგენის პროცესში ნიკა რევაზიშვილმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ იგი არის უდანაშაულო, რაც შენიშვნის სახით ბრალდების დადგენილებაშიც დაფიქსირდა.

,,მოხდა ბრალდების დადგენილების გაცნობა, გაცნობის პროცესში ნიკა რევაზიშვილმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ იგი არის უდანაშაულო და ბუნებრივია, ვერცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არჩადენილ დანაშაულს ვერ აღიარებს. ეს დაფიქსირდა შენიშვნის სახით ბრალდების დადგენილებაში, მტკიცებულებები არ გადმოგვცემია. რა შთაბეჭდილებაც დაგვრჩა ბრიფინგიდან და რაზეც ისაუბრა პროკურორმა მათ არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნიათ, მით უფრო მკვლელობის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები.

სამართლებრივ სახელმწიფოში ბრალდების წარდგენა და დამძიმება არ უნდა ხდებოდეს ოჯახის მოთხოვნით, ან საზოგადოების დაკვეთით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბრალდებას არ გააჩნია რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი. შეგვიძლია, ვისაუბროთ თუ სხვა რა მოტივაცია ჰქონდა პროკურატურას, იყო ეს პოლიტიკურ, თუ სხვა რაიმე ტიპის მოტივაცია", - განაცხადა შოთა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს