აზერბაიჯანში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 33 731 -მდე გაიზარდა.
მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებით, აზერბაიჯანში, ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 495 -ს მიაღწია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსისგან, საერთო ჯამში, 30 856 პაციენტი განიკურნა. ამჟამად მკურნალობა 2 380 პაციენტს უტარდება.