ადვოკატი - ვახტანგ ჩიქოვანი საერთოდ არ ყოფილა  გიორგი შაქარაშვილის ე.წ. მკვლელობის ადგილზე, გამოძიება არ მიმდინარეობს სწორად

ვახტანგ ჩიქოვანი საერთოდ არ ყოფილა გიორგი შაქარაშვილის ე.წ. მკვლელობის ადგილზე ,- ამის შესახებ, გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანისა და „ნახალოვკელების“ ადვოკატმა, თემურ მაისურაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია.

„ბრალი არის დაუსაბუთებელი, აბსურდული, ვარაუდის საფუძველიც არ არსებობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვახო ჩიქოვანი იქ მონაწილეობდა. მხოლოდ ეს საკმარისია, რომ გამოძიება არის აბსურდული. ვახო ჩიქოვანი საერთოდ არ ყოფილა იქ, სადაც ე.წ. მკვლელობის ადგილია. ბრალს უყენებენ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობაში ?! ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გამოძიება არ მიმდინარეობს სწორად.

ვახო ჩიქოვანი გვიან ჩავიდა დაბადების დღეზე, საჩუქარი მიუტანა და გამოვიდა გარეთ, რადგან ის არ სვამს. შემდეგ, ვახო ჩიქოვანი ცემეს. ვახო ჩიქოვანი ფიზიკურად ვერ გამოეკიდებოდა შაქარაშვილს და ვერც ვერავის.

იქიდან რომ წამოვიდა გზაში 2-ჯერ ცუდად გახდა, პირველად რომ ცემეს სისხლი მოსდიოდა, გაწუწული იყო. იმხელა ჭრილობა ჰქონდა თითი ჩადიოდა.

ნაცემი 19 წლის ახალგაზრდა ბიჭი, სულიერად შერყეული წარმოიდგინეთ, გაუბედურებული ძლივს ჩამოვიდა სახლში. არსად წასვლას არ აპირებდა, რომ ნახეს, რომ გაუბედურებული იყო ბიჭი, ადგნენ, ვინ არიანო და წავიდეთო ვნახოთ, არავინ წასულა იქ, როგორც დამსჯელი რაზმი, ჩვეულებრივად მოიკითხეს “, - განაცხადა ადვოკატმა.

თემურ მაისურაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილი „მგლის მუხლის კაცი იყო, მაგარი ბიჭი იყო ვერავინ დაეწეოდა“.

„ვახო ჩიქოვანი შაქარაშვილს არ გამოკიდებია და ვერც გამოეკიდებოდა. ის ბიჭი მგლის მუხლის კაცი იყო, მაგარი ბიჭი იყო, ვერავინ დაეწეოდა.

ამირხანაშვილიც ამბობს თავის ჩვენებაში და ახვლედიანიც, რომ შაქარაშვილი ისე გაიქცა, ვერ მოვკარით თვალი სად გაიქცაო“, - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები, ზ.ხ. და ა.ქ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა