მარიამ ქვრივიშვილი - საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს  როგორც სვანეთში, ასევე სხვა რეგიონებში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს, როგორც სვანეთში ასევე სხვა რეგიონებში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო ზონების ჩამოყალიბება მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოხდა. ყველა სასტუმრო, სადაც საკარანტინო ზონაა განთავსებული, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს დამყარებული სასტუმროებთან და დამსვენებლებთან, რათა მოქალაქეებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ მიმდინარე პროცესებზე, რაც საჭიროა მათი უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციისთვის. საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს როგორც სვანეთში, ასევე სხვა რეგიონებში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები შეიქმნა. ჯგუფის წევრები ახორციელებენ მუნიციპალიტეტში მდებარე განთავსების ობიექტების აღწერას, სასტუმროების პერსონალს აცნობენ პროტოკოლებს, ასევე დამსვენებლებისთვის საჭირო ინფორმაციას, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დამსვენებლების ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონებამდე საკუთარი ტრანსპორტით. იმ მოქალაქეთა ტრანსპორტირებას კი, რომლებიც ავტომობილის გარეშე იმყოფებიან სვანეთში, საკარანტინო ზონებამდე სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის დავალებით, გუშინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება „კოვიდ-19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა - გამოსვლა შეიზღუდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უზრუნველყო მესტიის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდებარე განთავსების 20 ობიექტში საკარანტინე სივრცეების ამოქმედება. მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორები კარანტინის გავლას აღნიშნულ საკარანტინე სივრცეებში შეძლებენ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მათ, ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაიარონ. ასეთ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების შესაბამის საკარანტინო სივრცეებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

„კოვიდ-19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და პრემიერ - მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი 500-ზე მეტი დამსვენებელი საკარანტინო ზონებში გადაიყვანა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს