ლევან თოფაძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში კითხავენ

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ამ წუთებში საკუთარ საცხოვრებელ სახლში კითხავენ. თოფაძესთან გამომძიებლები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.

ლევან თოფაძე საგამოძიებო უწყების კითხვებს დღეს პირველად პასუხობს.

გამოკითხვის დაწყებამდე დაზარალებულის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუმცა, დეტალებთან დაკავშირებით არ უსაუბრია. ანთაძის თქმით, საქმის მასალებს გაეცნო, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უფლება არ აქვს დეტალებზე ისაუბროს.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა