ბორის ჯონსონი - წინ არამდგრადი პერიოდი გველის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ქვეყანას წინ არამდგრადი პერიოდი ელის.

„ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა ძალიან რთული პერიოდი იმ ხალხისთვის, ვინც სამსახურები დაკარგა. ცხადია, წინ არამდგრადი თვეებია მოსალოდნელი და ძალიან გრძელი გზა გასავლელი“, - აღნიშნა პრემიერმა, როდესაც მას უმუშევრობის ბოლო მონაცემების შესახებ კითხვა დაუსვეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო მონაცემები ცხადჰყოფს, რომ დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის მაჩვენებელმა ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს