ამირან გამყრელიძე - არ გვინდა ჯერ 500-კაციანი ქორწილები, ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, ილუზია შეიქმნა, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არა, ბატონო!

არ გვინდა ჯერ 300 - 500 - კაციანი ქორწილები და ჭირის სუფრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოებაში შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია, რაც მცდარია.

მისივე განცხადებით, მოსახლეობა აღარ იცავს იმ რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია.

„რთულია მოსახლეობას აუხსნა, რომ არ გვინდა რა ჯერ 300 - 500 - კაციანი ქორწილები და ჭირის სუფრები. უნდა იყოს ყველაფერი მოკრძალებული, სანამ პანდემია არის და პანდემია ჯერჯერობით არის. მსოფლიოში ყოველდღიურად არის ახალი შემთხვევების მატება. 250 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა ყოველდღიურად, შემთხვევათა რაოდენობამ მთლიანად მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა უკვე. საქართველო მსოფლიოს ნაწილი ვართ, ამიტომ, მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ილუზია შეიქმნა, რომ აი, ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო!“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054 - ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა