საბერძნეთი თურქეთს მოუწოდებს ხომალდები კონტინენტური შელფიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთს მოუწოდა, ხომალდები საბერძნეთის კონტინენტური შელფიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს.

„საბერძნეთი დაიცავს მის სუვერენიტეტს და მის უფლებებს. ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთს, რომ დაუყოვნებლივ დატოვოს საბერძნეთის კონტინენტური შელფი“, - განაცხადა ნიკოს დენდიასმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ და აქვე აღნიშნა, რომ „თურქეთის მხრიდან მზარდი პროვოკაციებისა და არასწორი ქცევის საკითხთან დაკავშირებით“ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგანგებო სხდომის გამართვისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს თურქეთმა სადავო ტერიტორიულ წყლებში, რომელიც საბერძნეთთან და კვიპროსთან ახლოს მდებარეობს, სამძებრო ხომალდი გაუშვა და განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი რესურსების საძიებო სამუშაოებს აგრძელებს.

ევროკავშირი ხმელთაშუა ზღვაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს „უკიდურესად შემაშფოთებელს“ უწოდებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო