ვარკეთილში ვახტანგ გზირიშვილისა და ბადრი გზირიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ვარკეთილის მე-2 მიკრო რაიონში, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის, აფხაზეთის ომის მონაწილის, ბადრი გზირიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ვახტანგ გზირიშვილი სოფელ ტბეთთან, 2008 წელს რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად ბრძოლის ველიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გამოყვანისას დაიღუპა.

ვახტანგ გზირიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული".

მამა-შვილი გზირიშვილების ქუჩის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტისა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კობა კობალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, გზირიშვილების ოჯახის წევრები, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, გახსნის ცერემონიის შემდეგ, ამავე ქუჩაზე მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდიც აღევლინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა