ადვოკატი - ლევან თოფაძემ კატეგორიულად უარყო, რომ მას რაიმე სახით, ან ნებისმიერი საგნით დაზიანება მიეყენებინა ბუსა ჟვანიასთვის

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბუსა ჟვანიასთვის დაზიანებები არ მიუყენებია.

ამასთან ადვოკატის განმარტებით, ლევან თოფაძე გამოძიებას ენდობა და მოთხოვნები არ აქვს.

„ჟვანიას ბრალი შეუმსუბუქდება თუ დაუმძიმდება, ეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს ბრალდების მხარემ და სასამართლომ. გარდა ლევან თოფაძისა, ვინც არ უნდა გააჟღეროს მოთხოვნა, ეს ვერ პოვებს სამართალწარმოების პროცესზე ასახვას“, - განაცხადა ანთაძემ.

კითხვაზე, თუ რას ამბობს ლევან თოფაძე ჟვანიას დაზიანებებთან დაკავშირებით, ანთაძე პასუხობს, რომ ეს კითხვა მას გამომძიებლებმაც დაუსვეს.

„არანაირი ფაქტი აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი არ არის, რა თქმა უნდა, გამომძიებლის მხრიდან ეს შეკითხვა დასმული იყო და თოფაძემ კატეგორიულად უარყო, რომ მას რაიმე სახით, ან ნებისმიერი საგნით დაზიანება მიეყენებინა ბუსა ჟვანიასთვის. შეკითხვა იყო, პირადად მას ხომ არ მიუყენებია ჟვანიასთვის დაზიანება, რაც ლევან თოფაძემ კატეგორიულად უარყო.

სატელეფონო საუბარი როცა შედგა, რასაც რეალურად ერთმანეთის შეურაცხყოფა მოჰყვა, იქ გაჟღერდა გოგოს სახელი და გვარი, იმ გოგოს გამო, რაღაც უკმაყოფილება იყო, თუმცა, ეს ამ საქმეში არსებითი არ არის“, - აცხადებს ანთაძე.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა