ბელარუსში საპროტესტო აქციები და დაკავებები გრძელდება

ბელარუსის ქალაქების ქუჩებში წუხელ შეკრებილ ასობით დემონსტრანტსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ საპროტესტო აქციების დასაშლელად მანათობელი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

წუხელ სამართალდამცავებმა მინსკსა და სხვა ქალაქებში ათობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის ისინიც, რომლებმაც იმ ადგილზე, სადაც წინა დღით აქციის მონაწილე გარდაიცვალა, ყვავილები მიიტანეს.

გუშინ, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2 დღის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, დაშავებულია 21 პოლიციელი, აქედან 5 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჯანდაცვის სამსახურების ცნობით კი საავადმყოფოებში, საერთო ჯამში, საპროტესტო აქციების დროს დააშავებული 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ზოგიერთ მათგანს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო