პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეისთვის ყაზბეგში, პოლიციაში კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთხვევაა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეისთვის ყაზბეგში, პოლიციაში კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთხვევაა. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ ჯგუფი სწორედ ყაზბეგშია წასული და მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა.

„ჩვენი ერთი ჯგუფი კიდევ წასულია ყაზბეგის რაიონში. ინფიცირებულთაგან 3 არის ადგილობრივი. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტები მათ არ აქვთ, თავიანთ ოჯახებშიც ბევრი კონტაქტები არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა და დღეს ჩამოვა იქიდან გამოკვლევისათვის აღებული ნაცხები. სულ არის დღეისათვის ყაზბეგში პოლიციაში დადასტურებული 7 შემთხვევა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა