სომხეთში კორონავირუსის 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე - ღამეში, კორონავირუსის 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40 794-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე - ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 806 -ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 33 492 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კი 6 496 ადამიანი მკურნალობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო