დავით ბაქრაძე - ქვეყანაში ცვლილებების ერთადერთი გზაა არჩევნები

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, უმუშევრობისგან, სიღარიბისგან, უპერსპექტივობისა და კრიმინალისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი არჩევნებია.

ბაქრაძის თქმით, თითოეულმა ადამიანმა არჩევნები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საკუთარი და საკუთარი ოჯახის მომავალი უკეთესობისკენ შეცვალოს.

„ადამიანებს აღარ უნდათ უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობა, აღარ უნდათ, რომ ოჯახებს კვლავაც უტევდეს კრიმინალი. ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის მხოლოდ, არჩევნები იმიტომ, რომ ცვლილებების ერთადერთი გზა ქვეყანაში გახლავთ არჩევნები. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა ამ ქვეყანაში არჩევნები უნდა გამოიყენოს არა იმისთვის, რომ ვიღაცა აირჩიოს და კაბინეტში შევიდეს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი და საკუთარი ოჯახის მომავალი შეცვალოს უკეთესობისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში ძალიან ბევრია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა