თბილისის ზღვის ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ზღვის ჰიდროლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადდა რეგულაციები, რომელთა დაცვა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონებში სავალდებულო იქნება.

როგორც დედაქალაქის მერმა თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგულაციები ძალაში საკრებულოს მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის დამტკიცების შემდეგ შევა.

„მერიის ინიციატივით თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა. ეს კვლევა პირველად ჩატარდა და მისი მიზანი იყო თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონების განსაზღვრა. კვლევის შედეგად დადგინა ზღვის სანიტარული დაცვის არეალები და ზუსტი კოორდინატებით აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე. თითოეულ დაცვის არეალში შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც გამოიწვეს წყლის დაბინძურებას, მათ შორის მშენებლობა, წყალარინების სისტემის თვითნებური დაერთებები, რომლებიც სამწუხაროდ გვქონდა, ეკონომიკური საქმიანობა და ასე შემდეგ“,-განაცხადა კალაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა