ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა კონტროლირებადია

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა კონტროლირებადია.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს PCR ტესტირება.

„მთლიანად მესტიის მუნიციპალიტეტში ამჟამად მდგომარეობა კონტროლირებადია, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური PCR ტესტირება. გუშინწინ და გუშინ ერთობლივად აღებულია დაახლოებით 1400-მდე ნიმუში, აქედან 450-ის კვლევა დამთავრებულია და სულ გვაქვს 30 დადებითი შემთხვევა, რაც საკმაოდ მაღალია. ყველა ეს 30-ვე შემთხვევა დაკავშირებულია ლენჯერის თემთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა