სოზარ სუბარი - მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი, მიაკითხონ ექიმებს ან დარეკონ ცხელ ხაზზე - ერთმა უყურადღებობამ გამოიწვია ის, რომ 30 ადამიანია დაინფიცირებული

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, სვანეთის რეგიონში კორონავირუსზე ტესტირების არეალი ფართოდ გაიშალა და რამდენიმე დღეში არსებული ვითარების სრული სურათი გახდება ცნობილი.

სოზარ სუბარი მოუწოდებს სვანეთის მოსახლეობას, ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომის ან ტემპერატურის შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე ან მიმართონ ექიმს.

„დღეს ტესტირების არეალი ფართოდ გაიშალა, ერთი ჯგუფი წასულია უშგულში და ხეობის დასაწყისში. იდლიანში, ჭუბერში და ხაიშში მუშაობს კიდევ რამდენიმე ჯგუფი და ასე ნელ-ნელა დაიწყება ორივე მხრიდან ამ სოფლების სრულად მოცვა და რამდენიმე დღეში გვეცოდინება სრული სურათი. პარალელურად, იქ, სადაც უკვე ტესტირებები ჩატარდა და სადაც ტესტირებები ჯერ არ ჩატარებულა, პერმანენტული თერმოსკრინინგი იქნება. მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ყველამ, ვისაც აქვს სიცხე ან რაიმე სიმპტომი მაინც, მიაკითხონ ექიმებს, დარეკონ ცხელ ხაზზე იმიტომ, რომ ერთმა უყურადღებობამ გამოიწვია ის, რომ 30 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია, როგორც დაინფიცირებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო