მედიის ინფორმაციით, ბელარუსში საპროტესტო აქციების  კოორდინატორები დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მასობრივი არეულობის კოორდინატორები დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო БЕЛТА ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული სასტუმრო „ბელარუსის“ მე -17 სართულზე მდებარე ნომრიდან უწევდა აქციებს კოორდინირებას. კერძოდ, დაკავებული მამაკაცი მის დაქვემდებარებაში მყოფ სამ პირს, ისინი კი თავის მხრივ, ასობით ადამიანს მართავდნენ.

გარდა ამისა, სააგენტო БЕЛТА შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრნდობით იუწყება, რომ სამართალდამცველებმა მინსკში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც მასობრივი არეულობის მონაწილეებს ფულს ურიგებდა.

შსს-ს განცხადებით, დაკავებისას მამაკაცმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, მის ზურგჩანთაში კი აღმოჩენილია 10 000 აშშ დოლარზე მეტი.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების დროს დაკავებულია ათასობით ადამიანი. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, ოპოზიციის კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ხმების 9,9 % მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო