აკაკი ბობოხიძე - ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არის ის ფორმულა, რომელიც მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში გვაქვს განსახორციელებელი

„ევროპული საქართველოს“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ისინი უკეთესი, აღორძინებული საქართველოსთვის იბრძვიან.

ბობოხიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არის ის ფორმულა, რომელიც მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში უნდა განახორციელონ.

„ჩვენ ვიბრძვით უკეთესი და აღორძინებული ქვეყნისთვის, სადაც ადამიანებს მთავრობის დახმარება კი არ სჭირდება, არამედ ადამიანები თვითონ ხედავენ საკუთარ თავს და საკუთარ პრობლემებს, რადგან ისინი არიან დასაქმებული და თუ ჩვენ ამ ამოცანაზე შევთანხმდებით, მაშინ უკვე იკვეთება ის თუ ვის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. დღეს ამ ყველაფრის შემჩერებელი და ამ ყველაფრის ხელის შემშლელი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ამიტომ ვაპირებთ ბრძოლას უკეთესი ქვეყნისთვის და ვაპირებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ის ფორმულა, რაც ჩვენ ამ 2-3 თვის განმავლობაში გვაქვს განსახორციელებელი“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო