ინდოეთში „ფეისბუქ“ პოსტის გამო მომხდარ დაპირისპირებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო ინდოეთის ქალაქ ბენგალურუში მომხდარ დაპირისპირებას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეები პოლიციის შენობას თავს დაესხნენ და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა, მოგვიანებით კი მათ ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა 110 ადამიანი დააკავეს.

ბენგალურუს პოლიციის ინფორმაციით, ქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

მედიის ინფორმაციით, მოქალაქეების პროტესტი ერთ-ერთი პოლიტიკოსის ნათესავის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ გამოქვეყნებულმა შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტმა გამოიწვია. მოგვიანებით პოსტი წაშალეს, მისი ავტორი კი - დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა