ბექა ფერაძე - გეგმური ინსპექტირება150 ობიექტზე განხორციელდა, სანქცირება გამოყენებული იქნა 61-ზე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ 2900-მდე სასტუმრო შეამოწმა, საიდანაც მუშაობის ნებართვა მისცა 1461-ს.

მისივე თქმით, უწყებამ 300-მდე ფიტნეს დარბაზის მონიტორინგი განახორციელა და მუშაობის უფლება გასცა 166-ზე.

რაც შეეხება საცურაო აუზებს, ფერაძის ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ შემოწმებული 140 ღია და დახურული ტიპის აუზიდან მუშაობის ნებართვა მიანიჭა 93-ს.

„როდესაც ობიექტებს ვანიჭებთ მუშაობის უფლებამოსილებას, შემდეგ ჩვენ ვახორციელებთ ინსპექტირებას.

გეგმური ინსპექტირება150 ობიექტზე განხორციელდა. სანქცირება გამოყენებული იქნა 61-ზე. სანქცირება ხორციელდება ისეთი ობიექტების მიმართ, სადაც არ ხდება დისტანციის დაცვა, სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება, თერმოსკრინინგი”,- განაცხადა ფერაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა