ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი - შაქარაშვილს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაკიდებია

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი, თეიმურაზ მაისურაძე საქმის მასალების ასაღებად მივიდა.

როგორც მაისურაძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შაქარაშვილს არ გაკიდებია.

„ამ მასალებში არაფერი არ იქნება ახალი და არც შეიძლება რომ იყოს. შუალედური დასკვნები არ შეიძლება იყოს ბრალის წაყენების საფუძველი ასეთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. 20 მტკიცებულებიდან ერთი ხომ მაინც უნდა იყოს კატეგორიული. არც ერთი კატეგორიული მტკიცებულება არ არის. თავად ვერ შეძლეს ობიექტური გამოძიების წარმოება, ვერ მოიყვანეს კომპეტენტური ექსპერტები და ახლა ეძებენ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ გამოკიდებია შაქარაშვილს და საერთოდ, „ნახალოვკელები“ ამბობენ, რომ ჩვენ არ მოგვიკლავს და ამ ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცითო. ვინ ამბობს, რომ ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილს გაეკიდა? რაც არ იცის, რა უნდა აღიაროს, მათი მხრიდან ეს საერთოდ არ მომხდარა, ვიღაც ბრალს სდებს ამ ადამიანებს და არ უნდათ სიმართლის დადგენა," - აღნიშნა თეიმურაზ მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა