მაია ბითაძე მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე - საუკუნოვანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და კომფორტის გაზრდას

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, მეტროსადგურების რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც პროგრამულად წარიმართება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და კომფორტის გაზრდას მეტროსადგურებში, როგორც ვენტილაციის, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით.

„მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია არ ჩატარებულა მეტროს გახსნის დღიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე 500 კმ-ზე კაბელები მთლიანად გამოიცვალა, რაც გვირაბების უსაფრთხოებას ერთი-ორჯერ ზრდის. რაც შეეხება მეტროსადგურების რეაბილიტაციას, ესეც უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც პრაქტიკულად პროგრამულად წარიმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ამ მასშტაბის პროექტი იწყება და ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური ბანკის დახმარებით განხორციელდება, რაც მიზნად ისახავს 10 მეტროსადგურის სრულ რეაბილიტაციას. მანამ, სანამ ეს მასშტაბური, პროგრამული პროექტი დაიწყება, უკვე მიმდინარეობს და სრულდება მეტროსადგურების „ავლაბარი“ და „ვარკეთილი“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტები, ასევე დაწყებულია სამშენებლოო სამუშაოები მეტრო „გოცირიძეზე“. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ საუკუნოვანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და კომფორტის გაზრდას მეტროსადგურებში, როგორც ვენტილაციის, ასევე ვიზუალური კუთხით. ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში შენარჩუნდება ის ისტორიული ღირებულებები, რაც ზოგიერთ მეტროსადგურს აქვს“,- აცხადებს ბითაძე.

მისი განმარტებით, ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რომელსაც რამდენიმე წელი დასჭირდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან მასშტაბური, კომპლექსური და რთული სამუშაოები, რაც დაკავშირებულია ჰიდროინჟინერიასთან და ჰიდროგეოლოგიასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული მაღალკვალიფიციური ექსპერტები დაგვეხმარებიან და პროგრამა რამდენიმე წლის განმავლობაში წარიმართება იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე თავის გვირაბებიანად. შესაბამისად, საუბარია ათეულობით მილონ ევროზე, რომელიც წლების განმავლობაში უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ საბოლოოდ განახლდეს მეტროსადგურები და მთლიანად ჩანაცვლდეს“,-განმარტავს ბითაძე.

მისი თქმით, მეტროსადგურების რეაბილიტაცია მგზავრთა გადაყვანაზე ეტაპობრივად გავლენას იქონიებს. თუმცა, მაია ბითაძე განმარტავს, რომ ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი