გიორგი გახარია - ევროკავშირი ისე დაგვიდგა გვერდით, როგორც ნამდვილ  პარტნიორებს შეეფერება

ევროკავშირი ისე დაგვიდგა გვერდით, როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება.

გახარიას თქმით, ამ დახმარების ძირითადი მიმართულება პანდემიასთან და მისგან გამოწვეული შედეგების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარება, ძირითადი მიმართულება ამ დახმარების იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება. ეს არის ამ დახმარების მიზნობრიობა და მე კიდევ ერთხელ ოფიციალურად მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპულ კოლეგებს იმისთვის, რომ ასეთი დახმარება გაგვიწიეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად მაკროფინანსური დახმარების რვა პროგრამა შეათანხმა. საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობები პოლიტიკის სფეროში უკავშირდება სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, სექტორულ რეფორმებსა და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს