გიორგი ვაშაძე - დიდგორის ბრძოლიდან ცხრა საუკუნის შემდეგ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მტერს, სახელად სიღარიბე

9 საუკუნის შემდეგ ჩვენი ქვეყანა კვლავ ქაოსში აღმოჩნდა, რომელიც ისევ ემუქრება მის არსებობას - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში გამართულ დიდგორობის სახალხო დღესასწაულზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ახლა ებრძვის მტერს, სახელად შიმშილს, რომელიც ყველგანაა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ერთ მილიონზე მეტი ქართველი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრმა არ იცის, რითი შეიძინოს საკვები საკუთარი ოჯახისთვის და ამასთან, ვერ აძლევს თავს უფლებას, შეიძინოს წამლები.

„უმუშევრობა კორონავირუსამდეც ძალიან მაღალი იყო, ხოლო ახლა, ბოლო ორი თვის მანძილზე, საქართველოს კიდევ 220 000-მა მოქალაქემ დაკარგა სამუშაო. ისინიც კი, ვინც მუშაობენ, ვერ უზრუნველყოფენ ოჯახებს დაბალი ხელფასების გამო. ასი ათასობით ქართველმა დატოვა ქვეყანა ბოლო 8 წლის განმავლობაში, სიღარიბისა და შესაძლებლობების არ ქონის გამო. მასიური ემიგრაცია ანგრევს ოჯახებს და ჩვენ ერს ხელიდან აცლის საყრდენ ძალას. დიდგორის ომიდან 9 საუკუნის შემდეგ ჩვენი ქვეყანა კვლავ ქაოსში აღმოჩნდა, რომელიც ისევ ემუქრება მის არსებობას. პარტია, რომელიც თავს „ქართულ ოცნებას“ უწოდებს, 8 წლის წინ საქართველოს მოქალაქეებს იმედს აძლევდა და კარგ ცხოვრებას პირდებოდა. ცხრა საუკუნის წინ, ქართველი ხალხი დიდგორში დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძოდა. ჩვენი წინაპრები იმისთვის იბრძოდნენ, რომ ერისთვის სიამაყე შეენარჩუნებინათ. ამჯერად საქართველო გზაჯვარედინზე დგას. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. ჩვენ ვებრძვით ჩვენს გარე მტერს რუსეთს და ამასთან შიდა მტერს შიმშილს, რომელიც ყველგან არის. ჩვენ ვიბრძვით პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეს ემსახურება და მოქალაქეებს უსახსროდ ტოვებს. ჩვენ დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლებასთან დემოკრატიულ ბრძოლაში ვიბრძვით უკეთესი ცხოვრების და აღმშენებლობის ახალი ერის დასადგომად. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში და ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას." - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს