„თავისუფალი საქართველო“ მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს

„თავისუფალი საქართველო“ სრულიად საქართველოს დიდგორობას ულოცავს. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, სამწუხაროა, რომ 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეს ისტორიულად უმნიშვნელოვანესი დღე უქმედ გამოეცხადებინა.

„დიდგორის ბრძოლა, ეს არა მხოლოდ საქართველოს დიადი ისტორიის უტყუარი მაგალითია, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაც, რომელიც ნათელი დასტურია, თუ როგორ შეიძლება თავისუფლებისთვის მებრძოლმა, რაოდენობით მცირერიცხოვანმა ერმა სამშობლოსათვის გმირული თავდადება გამოავლინოს და მოწინააღმდეგეზე, ღირსეული გამარჯვება მოიპოვოს.

საქართველოს ისტორიაში დიდგორის ბრძოლა, მართლაც უდიდესი გამარჯვებაა, ასევე ქვეყნის ერთიანობის, სამშობლოსთვის თავდადების უდიდესი მაგალითი, თუმცა დასანანი და ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეს ისტორიულად უდიდესი, უმნიშვნელოვანესი დღე საყოველთაო ზეიმად - უქმედ გამოეცხადებინა, მეზობელი სახელმწიფოს აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო პრეტენზიების გამო“,-აღნიშნულია მისალოცში.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს