ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბელარუს ხალხს სურს თავისუფლება და დემოკრატია.

ჩეხეთში, ქვეყნის პრემიერთან ანდრეი ბაბიშთან შეხვედრის შემდეგ, პომპეომ განაცხადა, რომ ბელარუსები იმსახურებენ ამას და აუცილებელია, რომ სამოქალაქო აქტივისტებს მიეცეთ უფლება საკუთარი აზრი თავისუფლად გამოხატონ.

„ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ეჭვი გვეპარება ამ ქვეყნის არჩევნების სამართლიან შედეგებში. ბელარუსებს სურთ თავისუფლება და დემოკრატია. მათ ეს დაიმსახურეს. აუცილებელია, რომ სამოქალაქო აქტივისტებს მიეცეთ უფლება, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი და დაცულნი იყვნენ ძალოვანი სტრუქტურების ძალისმიერი ქმედებებისგან“, - განაცხადა პომპეომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა