შოტლანდიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, არიან დაშავებულები

შოტლანდიაში სთოუნჰეივენის მახლობლად სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. არიან დაშავებულები, რომლებსაც სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ. მათი რაოდენობა ამ დროისთვის დაუზუსტებელია.

შოტლანდიის პირველი მინისტრის ნიკოლ სტერჯენის განცხადებით, ეს ძალიან სერიოზული ინციდენტია.

ადგილზე მაშველები მუშაობენ, მათ შორის სამედიცინო ვერტმფრენი.

რკინიგზის ოპერატორები მომხდარის მიზეზებს არკვევენ.

ВВС აღნიშნავს, რომ ძლიერი წვიმების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში შოტლანდიაში სატრანსპორტო პრობლემები დაფიქსირდა, ცალკეული რეგიონები კი დაიტბორა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა