„ევროპული საქართველო“ საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის სამინისტროსთან საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს.

როგორც პარტიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, პლაკატები სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს, ღობეზე გააკრეს, თუმცა მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ როგორც მათ განუმარტეს, ჯარიმა ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის გამოუწერეს.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს