გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს 10:30-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, იარაჯულები, საკრეჭიო, წიკვლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში, 15:45-დან 18:10 საათამდე აბონენტებს დიღომში, სოფელ დიღომში და მიმდებარე ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.