IRI – მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ  პანდემიის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის”კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 79 პროცენტი კმაყოფილია პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მოქმედებით.

როგორც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი ეროვნული მასშტაბის კვლევა მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესის მოქალაქეების მხრიდან დადებითად შეფასებას აჩვენებს, ამავე დროს წარმოაჩენს მოქალაქეთა დიდ შეშფოთებას პანდემიის ეკონომიკურ გავლენასთან დაკავშირებით. ეს მიგნებები სახეზეა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, რომელიც დაგეგმილია 2020 წლის 31 ოქტომბერს.

„კვლევა წარმოაჩენს საქართველოს საზოგადოების მაღალ ნდობას სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკურმა პარტიებმა გამოიყენეს შესაძლებლობა, რათა შეექმნათ პლატფორმები და პროგრამები, რომელიც პასუხობს პანდემიის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს“,- განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

„კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. ამასთანავე, მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულება ქვეყნის ტრაექტორიასთან დაკავშირებით გაზრდილია, ორგანიზაციის წინა კვლევასთან შედარებით. თუ 2019 წლის ოქტომბრის კვლევის შედეგებით მოსახლეობის 22 პროცენტი თვლიდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი გაზრდილია 36 პროცენტამდე.

მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.

საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან 77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება კვლევის მეთოდოგიას, კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა