გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები გაუთქმელობის ხელწერილზე ხელის მოწერას არ აპირებენ

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის უფლებადამცველების განცხადებით, ისინი პროკურატურის გაფრთხილებას მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე პროტესტს უცხადებენ და გაუთქმელობის ხელწერილზე ხელს არ მოაწერენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლის შემდეგ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, ეს პროცედურა ემსახურება იმას, რომ „მოესპოთ შესაძლებლობა საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე ისაუბრონ”.

„ჩვენ შევიტანეთ განცხადება, რომლითაც უარს ვამბობთ ჩავიბაროთ საქმის მასალები, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სანაცვლოდ ითხოვს გაუთქმელობის შესახებ ხელწერილისთვის ხელის მოწერას, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი ხელწერის ხელმოწერას გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიბარებთ ამ მასალებს.

გზის მოჭრა არის ის აბსურდული ვერსია, რომელიც არაფრით არ დასტურდება და ვერ დადასტურდება სასამართლოშიც. ეს პროცედურა ემსახურება იმას, რომ მოგვესპოს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება,” - აღნიშნა ბექა ნემსიწვერიძემ.

ცნობისთვის, გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„ბრალდების მხარემ დაცვის უფლების განხორციელების მიზნით სრულად გადასცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე,” - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა