ანა ნაცვლიშვილი -  უნდა დაიწყოს გამარჯვების ახალი ეპოქა საქართველოსთვის და ამაში "ლელო" სერიოზულ წვლილს შეიტანს

“ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას იწყებს. “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა 18:00 საათზე, მცხეთაში, არსუკიძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გაიმართა. კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას პარტიის ლიდერების და წევრების გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კანდიდატების წარდგენის ღონისძიების შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე პარტიისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ „ლელო“ მოდის ძალიან კონკრეტული ხედვებით, ახალი ენერგიით, ახალი სახეებით და ადამიანებით, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან სუფთა, მაგრამ არა ცარიელი ხელებით. ეს არის მშრომელი და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები და ერთი იდეაა, რომ დროა, საქართველო გახდეს გამარჯვებული ქვეყანა, ჩვენ შეგვაჩვიეს დამარცხებას და უკან დახევას. ეს უნდა დასრულდეს და დაიწყოს გამარჯვების ახალი ეპოქა საქართველოსთვის და ამაში "ლელო" ძალიან სერიოზულ წვლილს შეიტანს,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე ისაუბრა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამაც. მისი თქმით, „ ლელო“ საკუთარი ქვეყნისთვის ძლიერ და პრინციპულ გუნდს ქმნის.

„განწყობა სრულიად შესანიშნავია, დღეს ჩვენ წარვადგენთ ძალიან ძლიერ, ძალიან პრინციპულ გუნდს, რომელიც იბრძოლებს აბსოლუტურად შეუპოვრად იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს და ვაპირებთ, რომ მოვიგოთ აბსოლუტურად ყველა ოლქი,“-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა