ალექსანდრე კობაიძე - პროკურატურა ცდილობს, ადვოკატებს პირი ამოგვიკეროს

ახალი მასალები არ აქვთ ამ საქმეში წარმოდგენილი, არანაირი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს, უნდათ მონურად მიგვიყვანონ და ხელი მოგვაწერინონ თავისივე დაშვებულ შეცდომებზე, - ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვით გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა.

კობაიძის თქმით, საქმის ახალი მასალების მიღებაზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ მათ მტკიცებულებებზე წვდომა არ ექნებათ.

„დღეს პროკურატურა ცდილობს, რომ ადვოკატებს პირი ამოგვიკეროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ შევეგუებით, ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ და შევიდეთ ამ ბრძოლაში. პროკურატურამ გამოგვიცხადა ომი და ახლა ცდილობს ამ ომშიც უსამართლოდ მოიქცეს. ახალი მასალები არ აქვთ ამ საქმეში წარმოდგენილი, არანაირი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს, უნდათ მონურად მიგვიყვანონ და ხელი მოგვაწერინონ თავისივე დაშვებულ შეცდომებზე. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, ვაპირებთ, რომ ვიდავოთ სამართლებრივად და ვიქნებით ღია საზოგადოებისთვის.

მართალია, ჩვენ ამ ეტაპზე უარს ვამბობთ ინფორმაციის გადმოცემის შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებებზე წვდომა არ გვექნება და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს, იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის. თუ რა ფორმით მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, ეს ჩვენი საადვოკატო სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო