პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა მზად არიან ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი შეასრულონ

პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა მზად არიან ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი შეასრულონ. ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მან აქვე ბელარუსის მთავრობას სამპუნქტიანი გეგმა შესთავაზა, რომელიც გულისხმობს შემდეგ ნაბიჯებს: ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს, გაათავისუფლოს დაპატიმრებული დემონსტრანტები და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით ეროვნული საბჭო ჩამოაყალიბოს, რომელიც კრიზისიდან გამოსვლის გზების მონახვას შეეცდება.

„თუკი ჩვენს ინიციატივას უარყოფითად შეხვდებიან, სხვა საშუალებები რჩება დღის წესრიგში, რომელსაც ჩვენ ლიეტუვაში და ევროკავშირში განვიხილავთ, და ეს არის სანქციები, ევროპულ ან ცალკეული ქვეყნების დონეზე“, - განუცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა