სერგი კაპანაძე - IRI-ის კვლევა მანიშნებელია, რომ „ქართული ოცნება“ დაღმასვლას განიცდის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის მიხედვით, ხელისუფლების მიმართ ნდობა 33 პროცენტზე დაეცა, რაც „სერიოზული დაღმასვლაა“.

კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე აუცილებლად დამარცხდება.

მისივე თქმით, კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი „ქართული ოცნების“ რეიტინგზე მეტია.

„ხელისუფლების ნდობა ჩამოვარდა 33%-ზე, რასაც სხვა კვლევებს თუ შევადარებთ სერიოზული დაღმასვლაა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დაღმასვლა გაგრძელდება. ამ კვლევაში ჩანს, ხალხს რა აწუხებს ყველაზე მეტად - გაზრდილი ფასები და უმუშევრობა, რაზეც არანაირი პასუხი არ აქვთ. მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი „ქართული ოცნების“ რეიტინგზე მეტია. მესამე, კვლევაში ჩანს ის, რომ ერთი მესამედი მოსახლეობის „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს. ეს სამი კომპონენტი ერთად არის კარგი მანიშნებელი იმის, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე აუცილებლად დამარცხდება.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ ჩვენ გვაქვს ზრდის პოტენციალი, ჩვენი საბაზისო პოზიცია ვიცით, რაც არის. ჩვენი ამოცანა იქნება, ეს გავაფართოვოთ იმ მიზნით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები შეუმცირდეს და დამარცხდნენ.

ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ყველაზე რეიტინგულ კანდიდატად რჩება ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შორის.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ კვლევას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს კარგი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ დაღმასვლას განიცდის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, მას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 33%-დან 50%-ზე მეტის აღება მოახერხოს.

„ვერ მიიღებენ 50%-ს თავის თავს და თავის მხარდამჭერებს ამშვიდებენ, რომ ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად რომ არ არის, ამ კვლევაში კარგად ჩანს. იმ ნაწილშიც, როდესაც მოსახლეობას ძალიან უჭირს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის