ივანე მაჭავარიანი - მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან

მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების კომენტირებისას.

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

„მაკროფინანსური ინსტრუმენტი ითვალისწინებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მოიცავს სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. უკვე განხორციელებულ რეფორმებს შორისაა, პენსიების ინდექსაცია, ენერგოეფექტურობა, რომლის კანონმდებლობაც ასევე მიღებულია. რეფორმების ნუსხა მოიცავს ისეთ სექტორებს როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სასამართლო რეფორმა. ყველაფერი ეს, ჯამში დაედო საფუძვლად მაკროფინანსური ინსტრუმენტის ამოქმედებას. მჯერა, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ ინსტრუმენტის ფარგლებში იქნება აღებული“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებების დიდ ნაწილზე ხელი უკვე მოწერილია.

„ამ მომენტისთვის, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან უკვე 1,2 მილიარდ დოლარზე მეტ თანხაზეა მიღწეული შეთანხმება, ხელი მოეწერა თითქმის ყველა ხელშეკრულებას.

დარჩა რამდენიმე ტექნიკური და პროცედურული საკითხი და როგორც ვთქვით, წლის ბოლომდე, მინიმუმ, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა იქნება მოზიდული, რომელიც მიიმართება საქართველოს ბიუჯეტში.

ეს დაგვეხმარება ამ წლის ყველა ფისკალური რისკი იყოს დაზღვეული და მეტიც, იქნება რესურსი იმისთვისაც, რომ მომავალ წელსაც გავაგრძელოთ და განვახორციელოთ ის პროექტები, რომლებიც მოგვცემს საშულებას, ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს