თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ჩატარდება ექსპერტიზა და დადგინდება,  ვის მიერ არის შესრულებული ჩანაწერი - „პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე”

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ აკონკრეტებს, სად იპოვეს წერილი, რომელიც დღეს ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ გამოაქვეყნა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ფურცელი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში არ ყოფილა.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წერილს ჩაუტარდება ექსპერტიზა და დადგინდება, ვის მიერაა დაწერილი.

„ექსპერტები იყვნენ მოსულები. ყველაფერი გადავეცით, რაზეც ჩატარდება ექსპერტიზა, დადგინდება, ვის მიერაა შესრულებული ეს პატარა ჩანაწერი, რომელიც გასაჯაროვდა. შესაბამისად, "ბლოკნოტზეც" ჩატარდება კალიგრაფიული ექსპერტიზა და გამოყენებული იქნება ის კოდები და პაროლები, რაც არის მითითებული. აბსოლუტურად ყველაფერი რაც ჩემს ხელთ იქნება, მოვიძიებ, გადავამოწმებ, შევაჯერებ და რა ინფორმაციაც ჩემს ხელთ იქნება, რაც გამოძიებას გამოადგება და გამოყენებული არ იქნება საწინააღმდეგოდ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს მივცემ“,- განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

"გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ ბაჩალიშვილის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთს ვასაჯაროვებ... “პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” - ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ერთადერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი - “15”... ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური? რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში?", -წერს კაპანაძე, რომლის პოსტსაც თან ერთვის შესაბამისი წარწერით ფოტოსურათი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა