ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა

ბელარუსის ქალაქ გომელში, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე პატიმრობაში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ბელარუსულ სააგენტო Belta-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდა კვირას დააკავეს და მოგვიანებით, უკანონო საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, მამაკაცი საავადმყოფოში მაშინვე გადაიყვანეს, როგორც კი თავი შეუძლოდ იგრძნო, თუმცა იქ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდის დედამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მის შვილს გულთან დაკავშირებული ჯანმთელობის პრობლემა ჰქონდა და დაკავებისას ის პოლიციის ფურგონში დიდხანს იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები კვირიდან, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, მიმდინარეობს. პროტესტი წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის თანახამდაც, მოქმედ პრეზიდენტს მხარი ამომრჩეველთა 80,23%-მა დაუჭირა.

ოფიციალური ინფორმაციით, გასული 3 დღის განმავლობაში აქციის 2000-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. საავადმყოფოებში კი, საერთო ჯამში, საპროტესტო აქციების დროს დააშავებული 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ერთ-ერთ დემონსტრანტს ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელებში აუფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო