ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი - დონალდ ტრამპმა ამერიკა ჩამოკონკილი  დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა და მის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულმა კამილა ჰარისმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველი ერთობლივი ღონისძიება გამართეს და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკეს.

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიასთან, კლიმატის ცვლილებებსა და უმუშევრობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან არასათანადოდ გამკლავებაში დაადანაშაულა და რასისტული რიტორიკის გამო გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოების გაყოფას იწვევს.

„ის არჩევანი, რასაც ნოემბერში გავაკეთებთ დიდხანს, ძალიან დიდხანს განსაზღვრავს ამერიკის მომავალს,“- აღნიშნა ბაიდენმა.

კამალა ჰარისმა კი განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამასა და ჯო ბაიდენისგან მემკვიდრეობით ამერიკის ისტორიაში ყველაზე მზარდი ეკონომიკა მიიღო, თუმცა, საბოლოოდ ქვეყანა „ჩამოკონკილი“ დატოვა.

„მან ამერიკის ეკონომიკა მიწაზე დაანარცხა. აი, რა ხდება, როდესაც ვირჩევთ ადამიანს, რომელიც თანამდებობისთვის შეუფერებელია - ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მისი რეპუტაცია მსოფლიოში, ჩამოკონკილი რჩება,“- განაცხადა კამილა ჰარისმა.

ცნობისათვის, ჯო ბაიდენისა და კამილა ჰარისის მიერ დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში გამართული ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებისთვის დახურული იყო.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა კამილა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად გუშინ დაასახელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა