მაიკ პომპეო - ლავროვს ვუთხარი, რომ თუკი რუსები ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობისთვის ჯილდოს აწესებენ, მათ ამისთვის უზარმაზარი საფასურის გადახდა მოუწევთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, მან რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი გააფრთხილა, რომ თუკი მოსკოვი ავღანეთში ამერიკელი ან დასავლეთის ქვეყნების ჯარისკაცების მოკვლისთვის ჯილდოს აწესებს, ამისთვის უზარმაზარი საფასურის გადახდა მოუწევს.

„თუკი რუსები ავღანეთში ამერიკელი ან დასავლეთის ქვეყნების ჯარისკაცების მოკვლისთვის ჯილდოს აწესებენ, ამისთვის უზარმაზარი საფასურის გადახდა მოუწევთ. აი, რა ვუთხარი საგარეო მინისტრ ლავროვს. ჩვენ ამას არ მოვითმენთ, არ შევეგუებით,“ - განაცხადა პომპეომ ჩეხეთში ვიზიტის დროს „რადიო თავისუფლებასთან’ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში New York Times-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო დანაყოფი დაჯგუფება „თალიბანთან“ დაკავშირებულ მებრძოლებს ავღანეთში კოალიციის ძალების წევრების, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების, მკვლელობისთვის ფულად ჯილდოს სთავაზობდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა