ისრაელის საელჩო და განათლების სამინისტრო საპილოტე პროექტს განახორციელებენ

ისრაელის საელჩო და განათლების სამინისტრო პროფესიულ-საგანმანათლებლო სისტემაში მეწარმეობის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, საპილოტე პროექტს განახორციელებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ისრაელის საელჩოდან აცნობეს.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ისრაელის საელჩო და MASHAV-ი (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს ინოვაციურ საპილოტე პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში მეწარმეობის მხარდაჭერა და გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, სამეწარმეო საქმის მართვის მოდელები დაინერგება კოლეჯში „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ (ITVET), მისი დირექტორის, მამუკა ჯანჯალიას ხელმძღვანელობის ქვეშ, ხოლო შემდგომ გავრცელდება სხვა შესაბამის სასწავლებლებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აღნიშნული პროექტი MASHAV– ის, ისრაელის საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და ის ასევე წარმოადგენს 2017 წელს სამინისტროს მიერ შემუშავებული „განათლების ერთიანი სტრატეგიის“ განხორციელების ნაწილს, რომლის მიზანია მოსწავლეებსა და სტუდენტებში პროფესიული განათლების დონის ამაღლება და იმ უნარჩვევების განვითარება, რაც ხვალინდელი გამოწვევების ადეკვატური იქნება.

განსაკუთრებული მადლობა მინისტრის მოადგილეს, თამარ ქიტიაშვილს, პროექტში შეტანილი წვლილისათვის",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს