მაიკ პომპეო ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ გამორიცხავს, - ამის შესახებ ჩეხეთში ვიზიტით მყოფმა პომპეომ რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები სათანადოდ თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, თუმცა საპასუხო ზომის შესახებ ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ბელარუსის არჩევნები და მისი შედეგები აშშ-ბელარუსის ურთიერთობებზე, მათ შორის ამერიკული ნავთობის მიწოდებაზე, პომპეომ უპასუხა, რომ აშშ ამ საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმუშავებს.

„ამ საკითხზე მუშაობას ვაპირებთ. შეშფოთებულები ვიყავით არჩევნებით და უკიდურესად იმედგაცრუებული იმით, რომ ეს არჩევნები უფრო თავისუფალი და სამართლიანი არ იყო,“- განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისივე თქმით, აშშ გადაწყვეტილების მიღებისას ბელარუსი ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებს.

„ვნახეთ ძალადობა და ამის შემდეგ მშვიდობიან დემონსტრანტებს ისე ექცეოდნენ, როგორც არ უნდა მოქცეოდნენ. გვსურს კარგი შედეგი ბელარუსი ხალხისთვის და ჩვენი შემდომი მოქმედება ამ სურვილის შესაბამისი იქნება,“- აღნიშნა მაიკ პომპეომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა