ამირან გამყრელიძე - არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებული არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეისათვის საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ამ პერიოდისთვის ინფიცირებული პაციენტების მატება მოსალოდნელი იყო.

გამყრელიძის თქმით, მეორე ტალღის დაწყების შესახებ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ არსებობს, მაგრამ მისი დაწყება, სავარაუდოდ, შემოდგომაზეა მოსალოდნელი.

„არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მეორე ტალღასთან დაკავშირებული არ არის. ეს ძირითადად პროგნოზირებადი იყო, როდესაც შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო, გავხსენით საზღვრები და მიმოსვლა უფრო ფართო გახდა, გააქტიურდა შიდა ტურიზმი, ეს პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მატება გვექნებოდა, ამიტომ ეს არ არის მეორე ტალღა. ჩამოყალიბებული კრიტერიუმების არსებობა, როდის და რანაირად დაიწყება მეორე ტალღა რთული საკითხია, ამას ვერ ვიტყვით. მისი დაწყება ალბათ უფრო მეტად მოსალოდნელია შემოდგომაზე, როდესაც დაიწყება რესპირაციული ცივი სეზონი და ეს ჩევნთან არის უფრო ოქტომბრის ბოლო, ნოებრის შუა რიცხვებიდან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა