ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 66 999 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 396 637-მდე გაიზარდა, აქედან დაახლოებით 1.6 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა, მკურნალობა კი ამჟამად 653 000 პაციენტს უტარდება.
ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 942 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 47 033-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი დღემდე ინდოეთის მინისტრთა კაბინეტის 3 წევრს დაუდასტურდა.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.