რუსეთში კორონავირუსის 5 057 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 124 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 057 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 907 758-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 124 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 15 384-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 716 396 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 6 098 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ

იხილეთ ვიდეო: რუსეთში კორონავირუსის 5 057 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 124 ადამიანი გარდაიცვალა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს