გიგი წერეთელი - მნიშვნელოვანია, რომ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ღონისძიებებში ახალგაზრდობა უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი

ეუთო - ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ვებ - ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო ონლაინ ფორუმზე, რომელსაც სამარყანდი (უზბეკეთი) მასპინძლობდა, გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასამბლეა ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რასაც მოწმობს 2018 წელს ბერლინის დეკლარაციაში შესაბამისი რეზოლუცია და მთავრობების მისამართით მომზადებული რეკომენდაციები, სადაც ახალგაზრდების ჩართულობის და მათი მხარდაჭერის საკითხებია.

მისივე განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით 2019 წელს შეიქმნა ახალგაზრდა ლიდერების პლატფორმა, რომელიც აშშ-ის კონგრესის და „ჰელსინკის კომიტეტის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

„ეუთო -ს რეგიონის ქვეყნებში ახალგაზრდობა, ისევე როგორც ქალები და უმცირესობების წარმომადგენლები, ნაკლებად არიან ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ქმედებებში, როგორიც არის შეიარაღებული კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, ფართოდ გავრცელებული სიღარიბე, უთანასწორობა და ადამიანის უფლებები, ახალგაზრდებს, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მეოთხედს წარმოადგენენ, მეტი ჩართულობის შესაძლებლობები მიეცეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

საერთაშორისო ვებ-ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით უზბეკეთის პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაშელემ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმაც მიმართეს.

"გამომსვლელების მხრიდან აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიით გამოწეული პრობლემები ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეეხო, მაგრამ ამ კუთხით, ახალგაზრდებისთვის ძალიან გართულდა მათი სამომავლო გეგმების რეალიზება, რაც მათ განათლებას, დასაქმებას და ყოფით პრობლემებს უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ მთავრობებს შესაბამისი ხედვა და კონკრეტული გეგმები ჰქონდეთ, რაც ახალგაზრდობას მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა