გიორგი კანდელაკი - მოვუწოდებ მთავრობას, უსაფრთხო ქვეყნებთან დისკრიმინაციული კარანტინი გააუქმოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხდებით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს უსაფრთხო ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე დაბრუნდებიან და ხმას „ქარული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ.

გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „დისკრიმინაციული, ანტიკონსტიტუციური კარანტინი“ უსაფრთხო ქვეყნებთან გააუქმოს.

„საქართველოს მთავრობა უარს ეუბნება ავიაკომპანიებს, განსაკუთრებით „ვიზეარს“ და „რაინეარს“ საქართველოს მთავრობის მიერვე უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე. ჩვენ მოიპოვეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ძალაშია ეს აკრძალვა, არის შიში იმისა, რომ ევროპაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც, რამდენიმე ათეული ათასი დაბრუნდება არჩევნებისთვის და ხმას მისცემს „ქარული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროებიდან საქართველოს მთავრობის შიგნით. ამას ადასტურებს ისიც, რომ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროპის დედაქალაქებში პრაქტიკულად საარჩევნო უბნების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა წააგო, მათ შორის, პარიზში. სწორედ ამის გამო საქართველოს მთავრობას უსაფრთო ქვეყნების ნუსხაში არ შეჰყავს პოლონეთი და საბერძნეთი. შეგახსენებთ, საბერძნეთში ძალიან ბევრია ჩვენი თანამოქალაქე, ათეულ ათასობით, შეიძლება ასეულათასობითაც, რომელთა ნაწილსაც საქართველოში დაბრუნება სურს... როცა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ისინი ეპიდემიოლოგიური სურათით სარგებლობენ, რა შუაშია ეპიდემიოლოგიურ სურათთან არჩევნები? ვირუსი არჩევნების მიხედვით ხელმძღვანელობს? ასევე ისინი სხვადასხვა ავიაკომპანიებს ეუბნებიან არჩევნებამდე მოიცადეთო, რა შუაშია არჩევნები ვირუსთან საერთოდ? ეს არის გამაოგნებელი ინფორმაცია, ფაქტობრივად, პოლიტიკური მიზეზების გამო ჩვენი უამრავი თანამოქალაქისთვის ქვეყანაში, საკუთარ სამშობლოში შემოსვლის აკრძალვასთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს ეს დისკრიმინაციული, ანტიკონსტიტუციური კარანტინი არა ყველა ქვეყანასთან, არამედ უსაფრთხო ქვეყნებთან, რომელთაც კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი და სტატისტიკა აქვთ და დართოს ავიაკომპანიებს ნება, პირველ რიგში, „ვიზიარს“ იფრინონ იმ ქვეყნებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა უსაფრთხოდ აცხადებს. თუ არ არის უსაფრთხო, მაშინ რატომ აცხადებენ მათ უსაფრთხო ქვეყნებად?“ - აღნიშნა კანდელაკმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობას ბერლინში მცხოვრებმა ქართველმა არქიტექტორმა თორნიკე კუბლაშვილმა დისკრიმინაციულ კარანტინთან დაკავშირებით უჩივლა. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც კანდელაკი აცხადებს, მთავრობამ გარკვეული დოკუმენტაცია განზრახ არ წარადგინა, შემდეგ კი მოსამართლე შვებულებაში გავიდა, რის გამოც, პროცესი ერთი თვით გადაიდო.

კანდელაკი მიიჩნევს, რომ აღნიშნულით გაჭიანურების მცდელობას აქვს ადგილი და იკვეთება განზრახვა, რომ ამ საქმის განხილვა არჩევნებამდე არ მოხდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა