შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის ადვოკატი - დაცვის უფლებას ვერ შეგვიზღუდავს პროკურატურა, მასალებზე წვდომა გვექნება და გავაგრძელებთ მისი უფლებების დაცვას

ეს არის ყოვლად უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს ბრალდებულის უფლებებსა და ინტერესებს, - ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვით მისი დაცვის ქვეშ მყოფ არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ბრალდებულს ახალი ადვოკატი არ ესაჭიროებოდა და მათ მასალებზე წვდომა მაინც ექნებათ.

„ეს გადაწყვეტილება არის ყოვლად უკანონო. მოტივი იყო, რომ თითქოს დაცვის უფლება ირღვეოდა და პროკურატურა თითქოს ზრუნავს ბრალდებული არჩილ გაგნიძის უფლებების და ინტერესების დაცვაზე, რეალურად მათ მისი უფლებები დაარღვიეს. ბრალდებულს არ ესაჭიროებოდა ახალი ადვოკატი, ვინაიდან ჩვენი პოზიციები შეთანხმებულია და ეს არის ყოვლად უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს ბრალდებულის უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენ დაცვის უფლებას ვერ შეგვიზღუდავს ვერც ერთი პროკურატურა, მასალებზე წვდომა მაინც გვექნება და გავაგრძელებთ მისი უფლებების დაცვას,“ - აღნიშნა მამულაშვილმა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პირს, არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალები არ ჩაიბარეს, რის გამოც, ბრალდებულის დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად დაკავებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. ადვოკატსაც და ბრალდებულსაც საქმის მასალები უკვე გადასცეს. ორივე მათგანი საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილეს.

იხილეთ ვიდეო: გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა